გუბაზ სანიკიძე: შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, სიაში ჩემ ჩასმაზე არც სააკაშვილთან ერთად არ მიმსჯელია

როდესაც სააკაშვილს შევხვდი უკრაინაში, მაშინ – 1 წლის წინ, რა დროს სიაზე საუბარი იყო?! არც ჩემ მომავალზე არ გვისაუბრია მაშინ და არც მიშას მომავალზე, ჩვენ ვსაუბრობდით ქვეყნის მომავალზე, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, სიაში ჩასმაზე არც სააკაშვილთან და არც სხვებთან არ მიმსჯელია. თუ იქნება შემოთავაზება, ალბათ უარს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ათეულში ვიქნები. როდესაც სააკაშვილს შევხვდი უკრაინაში, მაშინ – 1 წლის წინ, რა დროს სიაზე საუბარი იყო?! არც ჩემ მომავალზე არ გვისაუბრია მაშინ და არც მიშას მომავალზე, ჩვენ ვსაუბრობდით ქვეყნის მომავალზე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად