გუბაზ სანიკიძე: საზოგადოების ნაწილი ყველაფერს იჯერებს, სერიალებზე აღზრდილი ხალხი ვართ

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ ტვ „პირველის”ეთერში ბანკის ძარცვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ სპექტაკლში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება უნდოდა.

„როცა ეს ამბავი ხდებოდა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის” საარტილერიო დაბომბვა ბოტებით, მინისტრებით, დეპუტატებით. ამ კაცს როლის შესასრულებლად მისცემდნენ გაცილებით მცირე თანხას. შემდეგ ამზადებდნენ მეორე ადამიანს, რომელსაც ალბათ უნდა დაეფქვა რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. მის ტელეფონში აღმოჩნდებოდა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების ტელეფონების ნომრები. ეს ყველაფერი უნდა დაბრალებოდა სააკაშვილს. გაითვალისწინეთ ის, რომ საზოგადოების ნაწილი ყველაფერს იჯერებს, სერიალებზე აღზრდილი ხალხი ვართ. მაგრამ ეს საქმე ჟურნალისტების დამსახურებით გაფუჭდა”, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად