გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას

“მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი” პლიტიკოსმა  გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებაში დაფიქსირებული იყო მხოლოდ სურვილები და არა პოზიცია, რადგან, საქართველოს ხელისუფლებას მინსკის მოვლენებზე  პოზიცია საერთოდ არ აქვს.

” საქართველოს ხელისუფლებას ზოგადად არ აქვს პოზიცია. ამას შეიძლება ჰქონდეს სამი მიზეზი: ან არიან ნაძირლები, ან არიან იდიოტები ან არიან იდიოტი ნაძირლები. მე უფრო მესამე ვერსიას ვემხრობი, რომ იდიოტი ნაძირლები მართავენ ქვეყანას და შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო არის ტოტალიტარულ ბანაკში “- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში ტოტალიტარული სახელმწიფოების რიცხვი სულ უფრო მცირდება.

“პოსტ კორონა” ეპოქა იქნება ხალხის უფლებების, თავისუფლებების , მოვალებების ბრძოლისათვის ეპოქა- განაცხადა გუბაზე სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება და სჯერა, რომ ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს.პრეზიდენტი: გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად