გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი ვიღაცის ნებით ვერ გაქრება, დედამიწაზე 2 პოლუსია და ხალხის შეკვეთა ძლიერი მმართველია

გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი ვიღაცის ნებით ვერ გაქრება, დედამიწაზე 2 პოლუსია და ხალხის შეკვეთა ძლიერი მმართველია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველს” განუცხადა.

მისი თქმით ახლა არ არის სუსტი მმართველებისა და გამოგონილი ლიდერების დრო.

“ქართველი ხალხის შეკვეთაა ძლიერი მმართველი, ახლა არ არის ექსპერიმენტების დრო. ახლა არ არის სუსტი მმართველების და გამოგონილი, ახალი შექმნილი ლიდერების დრო. საქართველო გადადის უღელტეხილზე, დედამიწაზე არის ორი პოლუსი და არა ხუთი და ექვსი. სააკაშვილი ვიღაცის ნებით ნამდვილად ვერ გაქრება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშია”-ს პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ეს განცხადება პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად