გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა! მას მოქმედების გზებიც დასახული აქვს

სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა! მას მოქმედების გზებიც დასახული აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას და აუცილებლად ჩამოვა. აქტიურად ჩაერთვება საქმიანობაში, შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ.

კი, ვიყავი უკრაინაში, გუშინ გვიან დავბრუნდი კიევიდან. ბატონ მიხეილთან ძალიან საინტერესო და სამიანი შეხვედრა მქონდა. რაც შეეხება გეგმას და მარშრუტს, ამას თვითონ მოგახსენებთ. გავიმეორებ იმას, რომ მიშა ნამდვილად ჩამოდის, ყველა ვარიანტში.

მე ვიცი მისი გეგმა და მისი ჩამოსვლა ნამდვილად რეალურია. ვფიქრობ, რომ ჩამოსვლამდე რაღაცებს დაანონსებს. საკმაოდ ღია და გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი. საინტერესო დღეები გველის და ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ეს იქნება სააკაშვილის სერიოზული პერსონალური გავლენა ქვეყნის შიგნით და გარეთ.

ყველა ვარიაცია განხილული აქვს მას და მოქმედების გზებიც დასახული აქვს. ვნახოთ, როგორ იქნება. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებს ნიუსები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. საინტერესო პროცესები დაიწყება და ხალხსაც საშუალება ექნება, ჩაერთოს ამ საქმეში. მთავრი მოკავშირე სააკაშვილის არის ქართველი ხალხი”, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები
იტვირთება...