გუბაზ სანიკიძე: რუსეთის წიაღში იმაზე გაუარესებული ვარიანტით ვბრუნდებით, ვიდრე სსრკ-ში ვიყავით

ჩვენ არ ვართ უფსკრულის წინაშე, გადაჩეხილები ვართ უკვე, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში. ჩვენ არ ვართ უფსკრულის წინაშე, გადაჩეხილები ვართ უკვე. იმუნიტეტ დაკარგული სახელმწიფო ვართ, იმუნიტეტი არაფერში არ აქვს საქართველოს. ამიტომ, გამოსავალი ერთადერთია – ეს ხელისუფლება უნდა გამოიცვალოს. შიდა მტერი და შიდა საფრთხე, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის უწიგნური, უპრინციპო, ქვეყნის ინტერესების უცოდინარი. ეს არის მოცემულობა.

საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები, ოღონდ პერსპექტივებს ცოდნა უნდა და ხელისუფლებიც ცვლილება უნდა. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. ჩვენ ამ გზით ვბრუნდებით რუსეთის წიაღში, ოღონდ გაუარესებეული ვარიანტით, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირში ვიყავით. ეს რუსეთუმეებს მინდათ გითხრათ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად