გუბაზ სანიკიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: ხელისუფლებას მეთოდად არჩეული აქვს ჭიტა – არ ვჩანვარ და ვერც დამინახავთ

ხელისუფლებას მეთოდად არჩეული აქვს ჭიტა – არ ვჩანვარ და ვერც დამინხავთ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას სამთავრობო სხდომები დანიის ან ნორვეგიის სხდომებს ჰგავს.

“ჩვენ ხელისუფლებას ასეთი მეთოდი აქვს მოძებნილი, რომ პრობლემების იგნორირება. ვითომც არ არსებობს, წაყრუება, ჭიტა. არ ვჩანვარ და ვერც დამინახავთ. გახარიას სამთავრობო სხდომები საერთოდ დანიის ან ნორვეგიის სხდომებს ჰგავს, ვიდრე პრობლემებით გამოტენილ საქართველოს.

ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის კი არ არის, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს. მე უფრო იმის მეშინია, რომ არ მიეჩვიოს ამ ხელისუფლებას. არ მიეჩვიოს სიცრუეს, არ მიეჩვიოს ქვეყნის ღალატს, სიმხდალეს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად