გუბაზ სანიკიძე: როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხმა მივეცი, ჩემ თავთან ომი მქონდა გამოცხადებული, მე მათი მხარდამჭერი არ ვარ

როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხმა მივეცი, ჩემ თავთან ომი მქონდა გამოცხადებული, მე მათი მხარდამჭერი არ ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს და იმ თემს, მე კანონმდებლობით ვალი მაქვს მოხდილი. ხმა მივეცი იმ კანონს [ანტიდისკრიმინაციულ კანონს], მე არ ვარ მათი მომხრე და მათი გულშემატკივარი. ნურავინ ნუ დამავალებს და დამავალდებულებს, რომ პრაიდის თემი დავიცვა მე.

რას მივეცი ხმა და უფლებას, თანასწორობას. უფლება რომ ირღვევა, ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ”, – თქვა სანიკიძემ.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, – “მაპატიეთ, ქუჩურად გკითხავთ, “გაგიტყდათ”, რომ მხარი დაგეჭირათ ღიად?” – სანიკიძე ასე პასუხობს:

“არა, მე რომ გამტყდომოდა და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, ჩემ თავთან მქონდა ომი გამოცხადებული, როდესაც მხარი დავუჭირე ანტიდისკრიმინაციულ კანონს. იმიტომ, რომ არ ვარ მე მათი მომხრე. შეიძლება თანავუგრძნობდე, მაგრამ თანაგრძნობა თანადგომას არ ნიშნავს.

ინგა, უფლებების დაცვა მოსთხოვე პოლიციას და ხელისუფლებას. ამიტომ ვარ ამ ხელიუფლების ოპოზიციაში რომ არ დაიცვა და არა მარტო ამიტომ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები
იტვირთება...