გუბაზ სანიკიძე: როგორც ჩანს ხელისუფლება არა მარტო სუსტია, არამედ მისი ქმედებები ღალატის ნიშნებსაც შეიცავს

როგორც ჩანს ხელისუფლება არა მარტო სუსტია, არამედ მისი ქმედებები ღალატის ნიშნებსაც შეიცავს, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ვავროვთან ზალკალიანის შეხვედრით ქვეყანას არაფერი მიუღია და ეს იყო თავზე ლაფის დასმხა.

“ობიექტურად, დღევანდელი ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში არის ძალიან სუსტი, როგორც ჩანს არა მარტო სუსტია, არამედ ღალატის ნიშნებსაც შეიცავს. ეს ჩანს იქიდან, როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ლავროვს რომ შეხვდა ზალკალიანი ეს რა იყო? რა მივიღეთ? თავს ლაფს დასხმაა! საქართველო უღირსი ქვეყანაა, მას ჰყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ამოცანა არის დაიცვას ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება, ხოლო ივანიშვილის ამოცანაა მიიღოს ფინანსური უსაფრთხოება რუსეთის მხრიდან და პირადი უსაფრთხოებაც. ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

პირვევლი, არ იციან რა არის ქვეყნის ინტერესი და მეორე, ისინი მოქმედებენ ერთი კაცის პირადი ინტერესების გათვალისწინებით. ხელისუფლების სამივე შტო – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს. ერთადერთი კაცი, ვისაც გარკვეული კომპეტენცია გააჩნია, ეს არის ვოლსკი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ამ საკითხებზე. დანარჩენი ასეთი არ მეგულება არავინ, არც პარლამენტში, არც მთავრობაში და არც ივანიშვილის გარემოცვაშიც”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად