გუბაზ სანიკიძე: რახან ქუჩაში დავრჩით, მაშინ ქუჩა უნდა ავიღოთ ხელში

ქუჩას დიდი ძალა აქვს. ისე “ოცნების” აპოლოგეტებს მარტივი სასწავლებელი მინდა ვუთხრა ქრესტომათიიდან – დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა, ეს იდიოტებისთვის რა, რომ გაიგონ. დემოკრატია დაიბადა ათენში და რომში. ყველაგან ქუჩაა დემოკარტიის სამშობლო და აკვანი. საქართველოსთვისაც ძალიან ბევრი გაუკეთებია ქუჩას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“უნდა დაგვეთანხმოს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმაში, რომ ბოიკოტის გარდა უნდა დავიწყოთ მუშაობა. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ხელისუფლება რომ გამოიცვლება მერე ხომ არ უნდა დავიწყოთ კოალიციურ თემებზე საუბარი?! თუ კოალიციას ვაპირებთ, მაშინ შევაჯეროთ ეს პროგრამები. ოპოზიციას კარგი პროგრამები აქვს: “ლელოს” აქვს კარგი პროგრამა – მარშალის გეგმა, გიორგი ვაშაძესაც თავისი მოსაზრებები აქვს და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. მიმაჩნია, რომ ამ პროგრამების შეკუმშვას, ერთ პროგრამად ჩამოყალიბებას და ერთ პროგრამად პრეზენტირებას ბევრი რამე შეუძლია. კი, “ოცნებას” აქვს პრობლემები და ამის გამო საკუთარი წონით გაისრისება, შესაძლოა ხელის მიშველებაც არ დასჭირდეს, მაგრამ სამუშაო ოპოზიციას ბევრი გვაქვს. პლუს, პარალელურად ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა იყოს, რახან ქუჩაში დავრჩით, მაშინ ქუჩა უნდა ავიღოთ ხელში. აქციები ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე 200-300 ათასიანი აქცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ახლა 8 წელია ოპოზიცია 10 000 ადამიანსაც ვერ კრებსო. გულწრფელად მითხარით, არის თუ არა ეს პრობლემა, რაზეც გუბაზ სანიკიძე ასე პასუხობს:

“ეს მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა არ არის, ეს საზოგადოების პრობლემაც არის. ოპოზიცია გლადიატორების კრებული არ არის. საზოგადოებამაც უნდა გამოიღოს ხელი, სადამდე უნდა ვიჯდეთ სახლებში და სადამდე უნდა ვიყოთ საკუთარი შიშების და ფობიების მსხვერპლი?! ჩვენ არ ვართ სუპერმენები და მარტო ჩვენ არ გვევალება ქვეყანაზე ფიქრი. ქუჩას დიდი ძალა აქვს. ისე “ოცნების” აპოლოგეტებს მარტივი სასწავლებელი მინდა ვუთხრა ქრესტომათიიდან – დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა, ეს იდიოტებისთვის რა, რომ გაიგონ. დემოკრატია დაიბადა ათენში და რომში. ყველაგან ქუჩაა დემოკარტიის სამშობლო და აკვანი. საქართველოსთვისაც ძალიან ბევრი გაუკეთებია ქუჩას, ” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად