გუბაზ სანიკიძე: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში დაახლოებით ერთნაირი შედეგი ექნება

გაერთიანებული ოპოზიციის წარმოადგენლის, პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის პროგნოზით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ხმები ერთნაირად გადანაწილდება, თუმცა, შესაძლოა, პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” გავიდეს.

ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ  “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

“პირველ ადგილზე ვინ გავა, არ ვიცი, რატომღაც მგონია, რომ შეიძლება “ნაციონალური მოძაროაბა” გავიდეს. პირველ მეორე ადგილს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” გაინაწილებს. დაახლოებით ერთნაირი შედეგი ექნებათ, შეიძლება სხვაობა იყოს 2-3-4%. “ქართული ოცნება” აიღებს 1/3 -ს, “ნაციონალური მოძრაობა” -1/3-ს, და დანარჩენი ოპოზიცია 1/3-ს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად