გუბაზ სანიკიძე: ქაჯი ხარ ივანიშვილო, კურდღელი, გგონია ვინმეს ეშინია შენი?!

“თვითონ ხარ კურდღელი და ყველა კურდღელი გგონია”,-ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ასეთი ქაჯები არიან, ასეთი ქაჯი ხარ ბიძინა, გგონია ვინმეს ეშინია ბიძინა შენი? მე შემაშინებ, ირაკლი ოქრუაშვილს, ან დავით აქუბარდიას?! ათასობით ან ათიათასობით ადამიანს შეაშინებ?! შენ თვითონ ხარ კურდღელი და ყველა კურდღელი გგონია.

20 ივნისის ღამეს მეძინაო, რამ დაგაძინა?! შენ ხარ მატყუარა, ფლიდი, აფერისტი. გეძინა კი არა, დორბლები მოგდიოდა ისე გეშინოდა. ჩასვრილი იყავი. შიშისგან გაეცი ბრძანება სისხლის დაღვრაზე.

გახარია არის შენი ნივთი, შემოაგდე ეს ბინძური ადამიანი. გახარია ჩემი მინისტრია, სახელმწიფოს ხერხემალიო. არ გეცნობათ? სახელმწიფოს ხერხემლები ციხეში სხედან ახლა. მერაბიშვილის ბარტყია. თუ გეძინა რა გაძინებდა შე არაკაცო?! ბავშვებს თვალებს თხრიდნენ, რა გაძინებდა? მაგ სიმართლით გატაროს გამჩენმა ბიძინა ივანიშვილო. ქვეყნის მოღალატე!”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...