გუბაზ სანიკიძე: პარლამენტში შესვლა არის ტაქტიკური გადაწყვეტილება

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ვითამაშებდი გუნდურ თამაშს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, იმ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთობა სადეპუტაციო კორპუსის. ” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენში “ნაციონაური მოძრობის” სიით შესულმა გიბააზ სანიკიძემ განაცხდა.

“ეს ერთობა შენარჩუნებულია, განმტკიცებულია. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. შესვლა, არ შესვლა ტაქტიკის საკითხი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო თვითონ კოალიციაში, ეს შენარჩუნებულია.

მერე მეორე, შესვლას თავისი გაგრძელება აქვს, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. გარეთ რო დავრჩენილიყავით იმასაც თავის გაგრძელება უნდა ჰქონოდა.

გადაწყვეტილება მიღებულია. ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება. სტრატეგია გულისხმობს ხელისუფლების გაშვებას დასასვენებლად, ზოგიერთისას ვირის აბანოში, ალბათ.

ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შედის

კომენტარები
იტვირთება...