გუბაზ სანიკიძე: “ოცნების” სამშობლო შუშის სასახლეა, ღვთაება – ივანიშვილი

ახალი რელიგიის ჩამოყალიბების პროცესში ვართ და მათი ღვთაება არის ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია საქართველოს მოქალაქე აღარ აინტერესებს ამ ხელისუფლებას და მათი ადრესატი ყოველთვის ერთი კაცია, რომელიც “შუშის სასახლეშია გამაგრებული”.

“მე მგონი გახარიას არც ჰქონდა ეს ამოცანა, რომ რაღაცა მესიჯები ეთქვა და მიემართა საქართველოს მოქალაქისთვის. დიდი ხანია საქართველოს მოქალაქე აღარ აინტერესებს ამ ხელისუფლებას, მათი ადრესატი ყოველთვის ართი კაცი, რომელიც შუშის სასახლეშია გამაგრებული. მათი სამშობლო არ არის საქართველო, მათი სამშობლო არის შუშის სასახლე. მათი ღვთაება არის ბიძინა ივანიშვილი, ახალი რელიგიის ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

ვერანაირ პროგრამას ვერ დაწერენ, იმიტომ, რომ არავინ არ იცის, სად იქნება გახარია მომავალ კვირაში. არც თვითონ გახარიამ და არც არავინ. გახარიაც ისე გაქრება საპნის ბუშტივით, როგორც მისი წინამორბედები, ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ დამესიზმრა-მეთქი”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად