გუბაზ სანიკიძე “ოცნებაზე”: თამაშის დრო არ არის… სპორტსმენობა არ არის ბილეთი პოლიტიკაში წარმატებისთვის

ვეჭვობ ესენიც ისე დაამთავრებენ, როგორც ე.წ. საგურამოს ახალგაზრდულმა გუნდმა დაამთავრა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” ახალ სახეებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ბიოგრაფიები შეიძლება კარგი ჰქონდეთ, მაგრამ მე ისინი პოლიტიკაში არ მინახავს. ამ საქმეს პოლიტიკა ჰქვია, სადაც ეგენი მობრძანდებიან. ზოგიერთი სახელმოხვეჭილი სპორტსმენია, მაგრამ სპორტსმენობა არ არის ბილეთი, რომ პოლიტიკაში წარმატებული იყო. არ ვიცით ეს ხალხი ვინ არიან. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი ისე დაამთავრებენ, როგორც ე.წ. საგურამოს ახალგაზრდულმა გუნდმა დაამთავრა. ესენი არ არიან სახალხო პერსონები. დიდი ბოდიში, შეიძლება რაღაცა მეშლებოდეს, ღრმა პატივისცემით მათი პერსოენების მიმართ, მაგრამ თამაშის დრო არ არის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად