გუბაზ სანიკიძე “ოცნებაზე”: სრულ ჭკუაზე აღარ არიან და მათი მთავარი პრობლემაა, რომ მათი ბელადი აღარაა ადეკვატური

სრულ ჭკუაზე აღარ არიან და მათი მთავარი პრობლემაა, რომ მათი ბელადი აღარაა ადეკვატური, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” სესახებ საუბრისას განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ივანიშვილის გარემოცვიდან ბევრს იცნობს და ბევრი მაღგანი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ მატერიალური სარგებელი ნახონ.

“მის გარშემო მრჩევლები ვინც არიან, ბევრ მათგანს ვიცნობ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ ოღონდ რაღაც მატერიალური სარგებელი ნახონ. ასულელებენ ამ საწყალ ივანიშვილს, გაზეთებში ფულს იხდიან, რაღაც ინტერვიუებს უშვებენ და არიან ასეთ დღეში. სრულ ჭკუაზე აღარ არიან და მათი მთავარი პრობლემაა, რომ მათი ბელადი აღარ არის ადეკვატური სამწუხაროდ მათთვის და ასევე სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად