გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“: ჩვენ სახლში არ გავჩერდებით, თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ

გაერთიანებილი ოპოზიციის წარმომადგენელის,  გუბაზ სანიკიძის განცხადებით,  “ოცნებას” არ შეარჩენენ გაყალბებულ არჩევნებს.

ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

“არავითარ შემთხვევაში არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიდის გადასარევი საჩვენო პროცესები: ყირგიზეთი, ბელორუსია და ა.შ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ ეს იცოდეთ: ჩვენ სახლში არ გავჩერდებით, თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ და  თუ თქვენ დარჩებით ხელისუფლებაში”,  -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად