გუბაზ სანიკიძე: “ოცნება” პოლიტიკურად გარდაცვლილია, მალე პანაშვიდები დაიწყება, ოქტომბერში კი გასვენებაც იქნება

“როგორი მზრუნველი გახდა ხელისუფლება, დედობრივ მზრუნველობას იჩენენ, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურად “ქართული ოცნება” გარდაცვლილია და ოქტომბრის ბოლოს პოლიტიკური გასვენებაც იქნება.

“როგორი მზრუნველი გახდა ხელისუფლება, დედობრივ მზრუნველობას იჩენენ. თქვენ ჩაოხრებულ საქმეებს მიხედეთ რა. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია მოვილაპარაკებთ როგორც საჭიროა. არ არის მტრობა, რაც ახლა ხდება, ეს არის კონკურენცია. ოპოზიცია მოწადინებულია ბიძინა ივანიშვილის დემონტაჟისთვის. ამას “ქართული ოცნება” ვერაფერს ვერ უშველის. რაც უკვე გარდაცვლილია ის ვეღარ გაცოცხლდება და “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გარდაცვლილია და პანაშვიდები დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს როგორც ჩანს პოლიტიკური გასვენებაც იქნება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად