გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის ნაწილს: თუ ხელისუფალი სააკაშვილი არ მოგწონდათ, თქვენი ხმა მე არ გამიგია

“ადეიშვილმაც და მერაბიშვილმაც ასე თქვეს, რომ ჩვენ წავედით დიდი პოლიტიკიდანო. არც სიაში არიან და არც მომავალ მთავრობაში არ იქნებიან. რა პრობლემაა? სხვათა შორის ამაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც მათი თანამებრძოლები იყვნენ, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშია”-ს წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანის ეკა მიშველაძის კითხვაზე, – იმ შემთხვევაში თუ “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს ყოფილი მაღალჩინოსნებს იგივე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს თუ ხედავს ხელისუფლებაში? – რაზეც გუბაზ სანიკიძე ასე პასუხობს:

“ადეიშვილმაც და მერაბიშვილმაც ასე თქვეს, რომ ჩვენ წავედით დიდი პოლიტიკიდანო. არც სიაში არიან და არც მომავალ მთავრობაში არ იქნებიან. რა პრობლემაა? სხვათა შორის ამაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც მათი თანამებრძოლები იყვნენ. შეკითხვა მაქვს ამ ხალხთან და ვამთავრებ კამათს ამ თემაზე მათთან – ძვირფასო უკმაყოფილეებო ამ სიტუაციით და ვისაც მიშა არ მოგწონთ, ყველა ხვდებით ვისაც გგულისხმობთ – როდის არ მოგწონდათ სააკაშვილი, როგორც ხელისუფალი თუ როგორც ოპოზიციონერი? თუ ხელიუფალი არ მოგწონდათ, თქვენი ხმა მე არ გამიგია. თუ ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილი არ მოგწონდათ, ამიხსენით, რატომ არ მოგწონთ სააკაშვილი”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გადაცემის მეორე თანაწამყვანმა ალექსი პეტრიაშვილმა კი სანიკიძეს ასეთი კითხვით მიმართა: “ეშმაკის ადვოკატი ვიქნები და შენ როდის არ მოგწონდა და როდის მოგწონდა ბიძინა ივანიშვილი? – რაზეც სანიკიძე პასუხობს, რომ “პირველი ბზარი საყდრისზე გამიჩნდა და მერე მურუსიძემ საერთოდ მომითავა ხელი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად