გუბაზ სანიკიძე: მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მეხუთე კოლონის თავმოყრა მოხდეს საპატრიარქოს ერთ ნაწილში

მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მეხუთე კოლონის თავმოყრა მოხდეს საპატრიარქოს ერთ ნაწილში, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, მიდის პროპაგანდა, რომ ევროპაში გარყვნილებაა.

“საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობა… ეკლესია არის ქრისტეს სხეული, ჩემთვის ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის ტოლობის ნიშანი აღარ არის. დღეს სხვათა შორის ერთ-ერთმა მეუფემ მოსეს კანონებით ცხოვრება მოგვიწოდა. აქამდე მეგონა, რომ ქრისტეს კანონებით და ახალი აღთქმის კანონებით ვცხოვრობდით და ძველი აღთქმის ეკლესია ხართ ბატოებო? მეუფეო, ძველი აღთქმისა ხარ უკვე? მოსეს კანონებითო, როდესაც ბავშვებს ქოლავდნენ. რახან პარტიებს ვერ მოაბეს თავი და ვერ შექმნეს, რადგან ამას დაგეგმვაც უნდა, ნიჭიც უნდა, მომხრეები უნდა და ლოგისტიკა სჭირდება. გადაწყვიტეს, რომ მეხუთე კოლონის თავმოყრა მოხდეს საპატრიარქოს ადმინისტრაციის ერთი ნაწილის გარშემო.

ვიცი, რომ საპატრიარქოს წიაღში არის მეორე დაჯგუფებაც, რომელიც ქართული სახელმწიფოს ერთგულად რჩება. მოგიწოდებთ მეუფეებო, მღვდლებო და ბერებო – ამოიღეთ ხმა!

პროპაგანდა მიდის, რომ დასავლეთი არის გარყვნილების… რუსეთში უკვე გაბატონებულია მოსაზრება და აქაც გაბატონდა მოსაზრება, რომ ევროპაში ყველა ქალი არის ბო…ი, ხოლო ყველა კაცი პიდარ…ტი. ეს არის სალიტერატურო ტერმინები, ვისაც ეწყინება, წავიდნენ და მიჩივლონ. ამას 90-იანი წლების შუა ხანებიდან ხელს უწყობდა ე. წ. ნეო ლიბერალიზმი. მისგან განდევნილი იქნება კონსერვატიზმი და თითო ოროლა კაცი შემოვრჩით ნამდვილი კონსერვატორები, რომლებიც ვიბრძვით”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

P.S. “აიპრესი” ემიჯნება მასალაში გამოთქმულ ჰომოფობიურ არაეთიკურ გამონათქვამებს. ვინაიდან გუბაზ სანიკიძე პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრია, საჭიროდ ვთვლით მისი გამონათქვამების გავრცელებას, რათა საზოგადოებამ სწორი შეფასება გააკეთოს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით.

კომენტარები
იტვირთება...