გუბაზ სანიკიძე მოლაპარაკებებზე: მივიდეთ პატრიარქთან, არც ხელის შეწყობას და არც ლოცვა-კურთხევას დაგვამადლის

მე მგონი მეხუთე რაუნდი რომ არის, მაგიტომ არ უნდათ. გამოცვალეთ რიგითობა და მეექვსე დაარქვით. ხუთიანის რომ გეშინიათ გავიგეთ, მეექვსე იყოს, – ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “ქართულ ოცნებას”

მისი თქმით, თუ გადაწყვეტენ პატრიარქთან მივლენ, რომელიც დამადლების გარეშე ხელსაც შეუწყობს და ლოცვა-კურთხევასაც არ დაამადლის.

“საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად გადავწყვიტოთ, სასურველია ფასილიტატორების გარეშე. თუ გადავწყვიტავთ, მივიდეთ პატრიარქთან და არ დაგვამადლის არც ლოცვა-კურთხევას და არც ხელის შეწყობას. ქართველებს გვაქვს მოლაპარაკების კომპრომისის უნარი? ბოლო 30 წელი ამის მაგალითს არ გვაძლევს და იქნებ ქნათ, ნახევრად მაინც დარჩებით საქართველოს ისტორიაში. სად აქვთ ამათ ამბიცია? ამბიცია აქვს მოაზროვნე და ფეხზე დამდგარ ადამიანს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

კითხვაზე, – ფასილიტატორების გარდა პატრიარქთანაც რომ მიხვიდეთ? – რასაც სანიკიძე ასე პასუხობს:

“სიტყვაზე ვამბობ. შეიძლება არ შევხვდეთ, ან შევხვდეთ. ინიციატივა გამოიჩინეთ”, – აღნიშნა მან.

მანვე მეხუთე რაუნდზეც ისაუბრა:

“მე მგონი მეხუთე რომ არის მაგიტომ არ უნდათ. გამოცვალეთ რიგითობა და მეექვსე დაარქვით. ხუთიანის რომ გეშინიათ გავიგეთ, მეექვსე იყოს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად