გუბაზ სანიკიძე: მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა

მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი “ქოცის” ფსიქოტოპი ჩამოყალიბდა ასე, რომ სუსტს ჩაგრავს და ძლიერთან გადაკუზულია.

“ის ჩვენი კალათბურთელი ქვეყნის მოღალატე რომ გაიქცა რუსეთში… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა არაფერია ქვეყანაზე. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ. კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას, ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. დღევანდელი “ქოცის” ფსიქოტოპი ჩამოყალიბდა ასე, რომ სუსტს ჩაგრავს და ძლიერთან გადაკუზულია. აი ასეტები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს საკალთბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანორი “ბასკონიადან” მოსკოვის “ცსკა”-ში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად