გუბაზ სანიკიძე: მიტინგების დიდი გამოცდილება მაქვს და რაღაც ილეთები ვიცი

“ორი კაცი მეჭირა ქამრებით, შიგნით ჩხუბში რომ არ ჩართულიყვნენ, მე ვიყავი გამშველებელი”,- ამის შესახებ, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არანაირი ძალადობა არ ყოფილა.

“არანაირი ძალადობა. რუსთაველის გამზირზე იყო ჯაჯგური პოლიციასა და მომიტინგეებს შორის”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

ასევე, სანიკიძე დასძენს რომ რუსთაველის გამზირზე მიმიდინარე აქციის დროს ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამშველებელი იყო.

“სახლში ვიჯექი, ენა მქონდა ჩავარდნილი, როდესაც დავინახე რომ რუსი იჯდა ზვიად გამსახურდიას სავარძელზე. ყველა დაზაფრულები ვიყავით. ჩვენი მოწოდებით გამოვიდა ეს ახალგაზრდობა? თუ თვითონ გამოვიდა?! ჩვენ ამას შევუერთდით.

მე პოლიცილები გამომყავდა საერთოდ, მე მგონია, ამის კადრებიც არის. მე, როდესაც წინა რიგში ვიყავი იქ ადამიანებს ვაკავებდი. სხვათაშორის მიტინგების დიდი გამოცდილება მაქვს, რაღაც ილეთები ვიცი. ორი კაცი მეჭირა ქამრებით, შიგნით ჩხუბში რომ არ ჩართულიყვნენ. მე ვიყავი პირიქით გამშველებელი.”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...