გუბაზ სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი სიმპათიები არ მაქვს

“მე ქართულ პოლიტიკაში არვის მიმართ არ მაქვს სიმპათია”-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, “კავკასიის” ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცადა.

გუბაზ სანიკიძე, ოპოზიცის მიერ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, დიდ აქციას თან ერთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც საინტერესოა.

” დიდ აქციას სჭირდება მომზაება, ვინც იცის აქციები როგორ მზადდება და რანაირად მზადდება. თბილისის რესურსი ამას რომ არ ყოფნის ვხედავთ. ამიტომ აქცას, ძვირფასო, მეგობრებო, სჭირდება მომზადება. თვითონ პროცესია ძალიან საინტერესო აქციის მომზადების, როდესაც დადიხარ შეხვედრებზე…”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მას ქართულ პოლიტიკაში არავის მიმართ არ აქვს სიმპათიები, მათ შორის არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

“რაც შეეხება ჩემს სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არანაირი სიმპათიები არ მაქვს. მეტიც, მე ქართულ პოლიტიკაში არვის მიმართ არ მაქვს სიმპათია. მე ვმოქმედებ მხოლოდ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე. თორემ, სიმპათიები მე მაქვს ნათესავების, მეგობების, ახლობლების მიმართ. პოლიტიკაში სიმპათიებით და ანტიაპათიებით ვინც მოქმედებს ის ღუპავს და ანგრევს ქვეყანას”-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად