გუბაზ სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილი ეპოქის გმირია

“მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით”, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე.

სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით”-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად