გუბაზ სანიკიძე: მარტო თქვენ სტუდიაში შვიდჯერ მაქვს ბოდიში მოხდილი, შემდეგ გადაცემაში ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი

“მარტო შენ სტუდიააში შვიდჯერ მაქვს ბოდიში მოხდილი. შემდეგ გადაცემაში ნაცარს მოვიტან, თავზე წავიყრი და დავემხობი იატაკზე. მეტი რა გავაკეთო?!” – ასე პასუხობს პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანების კითხვას – საუბრობთ, ივანიშვილის შეცდომებზე და თქვენ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას? ეგრე სად არის, რომ ერთად მოხვედით და თქვენ გამოხვედით კარგი “ტიპი” და ივანიშვილს აკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას?

“მარტო შენ სტუდიააში შვიდჯერ მაქვს ბოდიში მოხდილი. შემდეგ გადაცემაში ნაცარს მოვიტან, თავზე წავიყრი და დავემხობი იატაკზე. მეტი რა გავაკეთო?! საციხე მე არაფერი გამიკეთებია და პასუხისმგებლობა გამომიტანა ხომ, ქართველმა ხალხმა?! არ ვარ პარლამენტში, არ ვარ აქტიური და არ მაქვს შესაძლებლობა ჩემი იდეები განვახორციელო”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ სააკაშვილი ისევ ისეთ სეცდომებს არ დაუშვებს, რაზეც მუდმივად აკრიტიკებდა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო? – სანიკიძე ასე პასუხობს:

“მე გარანტიას ვიძლევი მხოლოდ საკუთარ თავზე, მაგრამ სააკაშვილს კიევში როდესაც ველაპარაკე, ისეთი რაღაცები მითხრა, რაზეც მე ნაფიქრიც კი არ მქონდა. ვერ გეტყვით, რა იყო. როგორ შეიძლება ორ კაცში ნალაპარაკები გამოვიტანო?!” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად