გუბაზ სანიკიძე ლგბტქ+ პირებზე: უფლებების დაცვაში ურიგოდ ვერავის ვერ გავატარებ!

ყველა უმცირესობამ დაიმახსოვრეთ, სანამ უმრავლესობის უფლებები არ იქნება გარანტირებული და დაცული, მანამდე არც იოცნებოთ თქვენი უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, უფლებების დაცვაში მათ ურიგოდ ვერ გაატარებს.

“რაც შეეხება უფლებებს, მათი უფლებები დასაცავია, მაგრამ ვისი უფლებებია დაცული ამ ქვეყანაში მითხარი – შენი უფლებები დაცუალია? ჩემი? ჟურნალისტების? უბრალო მოქალაქეების? ასე ურიგოდ უფლებების დაცვაში ვერავის ვერ გავატარებ.

ძვირფასო მოქალაქეებო, ყველა უმცირესობამ დაიმახსოვრეთ, სანამ უმრავლესობის უფლებები არ იქნება გარანტირებული და დაცული, მანამდე არც იოცნებოთ თქვენი უფლებების დაცვაზე. დამისახელე მშიერი ქვეყანა, დაქცეული ქვეყანა, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცულია”, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები
იტვირთება...