გუბაზ სანიკიძე: “ლელო” წონიანი პოლიტიკური ძალა ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

ირაკლი, გორში, რომ მოხდა, იქ წინასწარ არ იყო შეთანხმება მეორე ტურზე და იმიტომ მოხდა, – ასე მიმართა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ მის ყოფილ თანაპარტიელს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც 2016 წლის შემთხვევა გაიხსენა და თქვა, რომ საერთო კანდიდატებზე შეუთანხმებლობის გამო გაიმარჯვა მაშინ იოსებ მაკრახიძემ.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მან მეორე ტურებზე განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ის არ იყო “ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციური მოლაპარაკებების მონაწილე.

“შექმნილი იყო ასეთი გარემო, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. გაერთიანება მე ვიცი, რომ ერთიანი სია იქნებოდა. სხვათა შორის ამის მომხრე ვიქნებოდი, მაგრამ არ გამოვა. სიტყვა “ყველა” რას ნიშნავს? “ლელოს” არასოდეს არ დაუფიქსირებია, რომ ის ამ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებდა. “ლელოს” 3 და 4 დღის წინ კი არ გაუკეთებია ეს განცხადება, არამედ ყოველთვის გეგმაზომიერად აფიქსირებდა, რომ ჩვენ ჩვენი გზა და ჩვენი ამოცანები გვაქვს.

რაც შეეხება მეორე ტურებს. ირაკლი, [ოქრუაშვილის მიმართა], გორში, რომ მოხდა, იქ წინასწარ არ იყო შეთანხმება მეორე ტურზე და იმიტომ მოხდა”, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა: “თუ ისევ ვერ შევთანხმდით, იგივე მოხდება”.

გუბაზ სანიკიძე კი საუბარს ასე აგრძელებს: “ლელომ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მე რასაც ვუყურებ “ლელო” წონიანი პოლიტიკური ძალა ხდება და წარმატებას ვუსურვებ. მან თქვა, რომ მეორე ტურებში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დავუჭერთო. აქამდე მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. როცა რაღაცის პროვოცირება მოხდა, მე იმიტომ გავაკეთე ასეთი განცხადება, რომ არ ვიყავი მაგიდის წევრი და სჯობდა, რომ ასე დაწყებულიყო საქმე. ნუ ვქმნით ზემდეტ პანიკებს, სამუშაო რეჟიმში ვართ ახლა ყველანი”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად