გუბაზ სანიკიძე: კობახიძეს ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, იმ წუთშივე დაიკარგება

ბლატაობდა დღეს გახარია და თან იუმორშიც სცადა, მაგრამ არ გამოსდის. ამ დღეებში თავს მოაჭრის ძირში ბიძინა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძეს ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, იმ წუთშივე დაიკარგება.

“ზოგადად უნდა ვიდებატოთ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამათთან დებატს აზრი არ აქვს. კაცი ხვალ, ზეგ წამსვლელია. ვერ ატყობთ, ბლატაობდა. საინტერესო მოვლენაა “ქართულ ოცნებაში” თანამდებობებზე რომ დასხდნენ, მერე გახდნენ “ძველი ბიჭები”. აგერ კობახიძე რომ ჰყავთ, ნაკურთხი წყალი რომ მიასხა, იმ წუთშივე დაიკარგება.

ბლატაობდა დღეს გახარია და თან იუმორშიც სცადა, მაგრამ არ გამოსდის. ამ დღეებში მიგაჭრის ძირში თავს ბიძინა. ამიტომ, ჰაერს ვეჩხუბებით, წყალს ვნაყავთ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად