გუბაზ სანიკიძე: ხალხი გვიყურებს როგორც გლადიატორებს

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და საპროტესტო ტალღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ბიძინა ივანიშვილის ლოგიკა, არის მის ალოგიკურობაში. ის თვლის ასე მარტივად და პრიმიტულიად რომ შევაშინებ, რისი გამკეთებლები არიან, რო? ხმის ამომღები არიან, რო? ვერ გაბედავენ ვერაფერს, აქეთ მიჰყავს ეს საქმე.”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ პროტესტი რუსთაველის გამზირიდან რეგიონებში გადაიტანოს.

“ჯერ-ჯერობით ხალხი გვიყურებს როგორც გლადიატორებს, რა. რას ვეტყვით ჩვენ იმათ, ისინი რას გვეტყვიან. ასე გამოზოგილად არავის დაიჭერს, მაგრამ უახლოეს პერიოდში, ასე გამოზოგილად დაგვიჭერს. მოქმედებს რაზე? ჩვენს რეაქციაზე იმოქმედებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერების რეაქციზე იმოქმედებს, ხალხის განწყობაზე.

მე არ ვარ ისე ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ყველა ვარიანტში მოვუგებთ ბიძინას. ვერაფერსაც ვერ მოვუგებთ რა, თუ რაღაცეები არ შევცვალეთ. ბევრი რამ, გარდა იმისა, რომ რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ.

მე ასე მგონია, მგონი არ ვცდები. რუსთაველის გამზირიდან უნდა გავიტანოთ პროტესტი. არ ვამბობ რომ უნდა გადავირიოთ სულ ყველა და მოვედოთ. პროცესია თვითონ საინტერესო. ხალხთან უნდა გავიდეთ პირდაპირ, არავითარი ფორმა!”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად