გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილს სიზამრშიც ოპოზიცია ელანდება და რაღაცებს ალაგებს, ინტრიგნობით ეცდება ოპოზიცია დაასუსტოს

ერთი მთავრი სისუსტე აქვს ივანიშვილს, ის ტოქსიკურია და მასთან მიკარება თითქმის შეუძლებელია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ეცდება თავისი ინტრიგანობით დაასუსტოს ოპოზიცია.

“ივანიშვილი რა თქმა უნდა ეცდება თავისი ინტრიგანობით დაასუსტოს ოპოზიცია. ივანიშვილი ამას მუდმივად ცდილობს. როდესაც სძინავს, მაშინაც ცდილობს. სიზმარშიც ოპოზიცია ელანდება და იქაც რაღაცებს ალაგებს. მე მგონი სიზმარში უკეთესად ალაგებს, ვიდრე ცხადში. მაგრამ, ერთი მთავრი სისუსტე აქვს ივანიშვილს, ის ტოქსიკურია და მასთან მიკარება თითქმის შეუძლებელია. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეობა თუნდაც ღია ან ფარულად ძალიან მძიმედ დაუჯდება პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ეს მოცემულობა გვაქვს, მმართველი ძალა მიუკარებელია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად