გუბაზ სანიკიძე ივანიშვილის გამოსვლაზე: გასვენებას გავდა… ჩამოუხსენით ამ კაცს 2012 წლის კალენდარი

გასვენებას გავდა… ჩამოუხსენით ამ კაცს 2012 წლის კალენდარი, – ასე ეხმაურება “ძალა ერთობაშიას” წევრი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გადაცემა “რეაქციაში”

“ჯვარი სწერია სუყველას და ხმა რომ ჩაგეწიათ და ამ შაბაშისთვის გეყურებინათ, გასვენებას გავდა. ვიღაცას ასვენებდნენ, არასახეებით ისხდნენ. იმ დარბაზში მსხომთაგან არცერთს არ სჯეროდა მისი სიტყვების.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს კაცი აშკარად ყველაფერს არის აცდენილი. გამოუცვალეთ ეს კალენდარი, ჩამოუხსენით 2012 წლის კალენდარი და დაუკიდეთ 2020 წლის კალენდარი. 2012 წელშია კაცი ჩარჩენილი, ვერ ატყობთ?! ვინც დაუწერა ეს ტექსტი, გარკვევით მაინც დაეწერა, ბჟუტურებდა ეს კაცი. ბჟუტური სალიტერატურო ქართულია და უაზრო ლაპარაკს ნიშნავს, ბჟუტურებდა, აბა რას შვრებოდა?! ვიცი, ვინც დაუწერა ეს ტექსტი, მაგრამ არ ვიტყვი” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად