გუბაზ სანიკიძე: ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა

ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.

“ფაქტი ერთი გვაქვს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი, რა თქმა უნდა, არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაკავშირებთ ამ საკითხს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად