გუბაზ სანიკიძე: გვამზეც იყო ლაპარაკი, მოსკოვიდან მაქვს ეს ინფორმაცია

იქ იყო სცენარი, რომ უნდა გაელახათ ჟურნალისტები, ერთი უცხოელიც უნდა დაეჭრათ ან ეცემათ და გვამზეც იყო ლაპარაკი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“იქ მთავარი რაც განხორციელდა, იყო ევროკავშირის დროშის დაწვა და “ნაციონალური მოძრაობის” კარვების აშლა.

იქ იყო სცენარი, რომ უნდა გაელახათ ჟურნალისტები, ერთი უცხოელიც უნდა დაეჭრათ ან ეცემათ და გვამზეც იყო ლაპარაკი. მეც მყავს ინფორმატორები და აქედან კი არ მაქვს, მაქვს იქიდან – მოსკოვიდან. მოსკოვში მყავს საქართველოს პატრიოტი მეგობრები. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვიდა და ყველაფერი მომიყვა, რაც ორი თვის წინ დაიგეგმა. წყაროებს ვერ დაგისახელებთ, სულ რომ ხორცები დამაგლიჯონ.

ხელისუფლება არის მეხუთე კოლონა, რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში. ეპითეტებით კი არ ვამკობ მათ, ეს არის რეალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ სპეცსამსხურებს ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ საქართველოს ინტერესებისთვის. უკეთეს შემთხვევაში არაფერი არ გააკეთეს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ თანამშრომლობდნენ. მათი ამოცანაა, რომ მეხუთე კოლონამ უნდა დაიჭიროს ქუჩა”, – თქვა სანიკიძემ.

 

კომენტარები
იტვირთება...