გუბაზ სანიკიძე: ღარიბაშვილი არასდროს იტყვის, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს

“მე ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან ასეთ განცხადებას ყველა ვარიანტში” – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილთან ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, ის დარწმუნებული იყო რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს საკადრის პასუხს გასცემდა.

“მას ევალებოდა კიდევაც და მერე მისი შინაგანი კონფიგურაციითაც, ღარიბაშვილი არასდროს იტყვის რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არასდროს დაეთანხმება ისეთ ინდივიდს, რომელიც ჩვენ პრეზიდენტად გვყავს.

იცით, მე გეტყვით ერთ რამეს, 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა რუსეთ-საქარტველოს სამხედრო კონფლიქტი, მე ინტენსიურად ვამოწმებდი რუსულ სამხედრო საიტებს და მათ არ უკადრიათ იმის თქმა, რაც ამ ქალბატონმა თქვა. მე ამ ქალის განცხადებას ვაიგივებ უკვე სახელმწიფოს ღალატთან” – განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად