გუბაზ სანიკიძე: გამომიჭირეს ახლა რაღაცაში, ვისაც არ გჯერათ კისერი გიტეხიათ!

მე გითხარით, რომ ამ თემაზე არასოდეს არავისთან არ მისაუბრია-მეთქი. უფრო მეტიც, დღეს 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი. ზუსტად ასეა, თუ არა და შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ. დამირეკეს და მითხრეს. ვინ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს. კობა ნაყოფიამ მითხრა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში”.

კითხვაზე, ახლა მწერენ თუ გუბაზმა ხელი არ მოაწერა ანკეტაზე, როგორ ჩააბარეს ცესკოში, ან მომსახურების სააგენტოდან ცნობა თუ არ აიღოვო?

“გამომიჭირეს რა. ანკეტა ჩავაბარე, ისევე როგორც ბევრმა ჩააბარა. ვინც ეს მოგწერათ რაში გინდათ გამომიჭიროთ ხალხო? თავმდაბლობ, ვიფასებ თავს თუ რა? ვისაც არ გჯერათ, კისერი გიტეხიათ! მეტი რა გითხრათ? არ წაიღეს ტვინი?! ქვეყანა გვექცევა თავზე და ზომავენ ჩემი ფეხის ზომას და ვის რა ველაპარაკე. აგერ ყურის ძირში ომია დანთებული და როდის რა დაგვემართება კაციშვილმა არ იცის. გატყუებთ ახლა რა და თავს ვიფასებ. საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჩემს შესაძლებლობებზე და თავზე. ვიქნები სიაში, ვიქნები, არ ვიქნები და ნუ ვიქნები. ყოველთვის ჩემი სახელით და გვარით ვიყავი და არა თანამდებობით, სხვებისგან განსხვავებით. ცნობისთვის დეპუტატობაზე უარი მაქვს ნათქვამი ერთხელ, მაშინ როდესაც არ შევედით პარლამენტში სააკაშვილის ხელისუფლების დროს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად