გუბაზ სანიკიძე: ესენი რუსეთის მონები არიან… ზალკალიანი ლავროვის ხელქვეითია, ივანიშვილი – პუტინის

ესენი რუსეთის მონები არიან… ზალკალიანი ლავროვის ხელქვეითია, ივანიშვილი – პუტინის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ სდუმს ოფიციალური თბილისი საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაის დასაცავად? – რაზეც გუბაზ სანიკიძე პასუხობს:

“თქვენ სად გინახავთ, მონამ ხმა რომ ამოიღოს ბატონის წინააღმდეგ. ესენი მონები არიან რუსეთის. დღევანდელი ხელისუფლება არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე.

20 ივნისი გარკვეული თვალსაზრისით წელთაღრიცხვის ტეხვას ჰგავს. 20 ივნისამდე საქართველოს ხელისუფლება რაღაცა ფორმას მაინც იცავდა და ვერბალურად მაინც პროდასავლური იყო და ანტისაოკუპაციო განცხადებებს აკეთებდა. 20-ის შემდეგ ისე გაშიშვლდნენ ესენი, უკვე არაფერს აღარ ერიდებიან. ვნახავთ ბოღმით აღსავსე განცხადებებს ამერიკელი სენატორების ან კონგრესმენების წინააღმდეგ. მითხარით, კრინტი თუ დაუძრავთ რუსი, თუნდაც დაბალი მოხელის მიმართ რაიმე განცხადების შემდეგ.

როგორ უნდა გაბედოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი შეფის ლავროვის წინააღმდეგ წასვლა?! ზალკალიანი ლავროვის ქელქვეითია. ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ხელქვეითია, ისევე როგორც თბილისი უკვე მოსკოვის გარეუბანია, ისევე როგორც საქართველო რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ერთეულია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად