გუბაზ სანიკიძე: დღეს 6 საათზე გავიგე, რომ “ძალა ერთობაშია”-ს სიაში ვარ, შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ

გუბაზ სანიკიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს პროპორციულ სიაშია. ის სიის მე-16 ნომერია. როგორც თავად ამტკიცებს, ამის შესახებ მან დღეს, 6 საათზე გაიგო.

“სიტყვა “გაპრანჭვა ცოტა უხერხულია ჩემთან, ცხოვრებაში არ გავპარანჭულვარ. შევასწორებ რაღაცას, მე ხომ არ მითქვამს ვიქნები, ან არ ვიქნები-მეთქი. მე გითხარით, რომ ამ თემაზე არასოდეს არავისთან არ მისაუბრია-მეთქი. უფრო მეტიც, დღეს 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი. ზუსტად ასეა, თუ არა და შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ. დამირეკეს და მითხრეს. ვინ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს. კობა ნაყოფიამ მითხრა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად