სანიკიძე: ჩვენ გვინდა, ნოვაცია შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში

“ფორმულა ასეთია: დარჩება ბიძინა ივანიშვილი, არ დარჩება ქართული სახელმწიფო”,-ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობის „გამარჯვებულ საქართველოს” წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა არჩევანში საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული საფრთხეები. მე გეუბნებით ამას, ის ადამიანი, ვინც საკმაოდ ინფორმირებულია. მარშუტკის ჭორებს მე არასდროს არ ვყვები ხოლმე. საქართველოს აქვს სერიოზული საფრთხეები. 2020 წელს თუ ეს ხელისუფლება დარჩა და მისი თავიკაცი, ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ სახელმწიფოებრივობას დავკარგავთ საბოლოოდ. ფორმულა ასეთია: დარჩება ბიძინა ივანიშვილი, არ დარჩება ქართული სახელმწიფო. არ დარჩება ბიძინა ივანიშვილი დარჩება ქართული სახელმწიფო. ასეა ბიძინა ივანიშვილი ჩემი სამშობლოს მტერია”,-განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...