გუბაზ სანიკიძე: ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, ვულოცავ საქართველოს და ხელისუფლებას

“ჩვენ გვყავს პოლიტმაპიმრები, ვულოცავ საქართველოს”,-პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ოთხივე დატოვეს პატიმრობაში. ჩვენ გვყავს პოლიტმაპიმრები, ვულოცავ საქართველოს პოლიტპატიმრებს და დღევანდელ ხელისუფლებას.
ველოდით დაკავებას თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქიურ აშლილობას”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...