გუბაზ სანიკიძე: ბურჯანაძე ჩუმად არ დაძვრებოდა მოსკოვში, ბევრი პროდასავლური პოლიტიკოსისგან განსხვავებით 

“ჩემი აზრით ბუბა კიკაბიძის სიის პირველი ნომრობა განპირობებულია მისი დამოკიდებულებით რუსეთისადმი. ამას ანტირუსულს, ეს არის ანტიკრემლის პოლიტიკა

კითხვაზე, – თუ ამ ნიშნით აფასებთ ბუბა კიკაბიძეს, ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძესთან ერთად იყავით. მას შემდეგ შეხვედით ნინო ბურჯანაძის პარტიაში, რაც ის პუტინთან ერთად გყავთ ნანახი, რაზეც გუბაზ სანიკიძე ასე პასუხობს:

“ბურჯანაძე სხვებისგან განსხვავებით ჩუმჩუმად არ დაძვრებოდა მოსკოვში. ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ბევრი ე. წ. მედასავლეთეები და პროდასავლურები ჩუმჩუმად დაძვრებოდნენ მოსკოვში და ბურჯანაძე ძალიან პრინციპულად და ღიად აკეთებდა ამას. ხანდახან თავისი რეიტინგის საზიანოდ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად