გუბაზ სანიკიძე: ბიძინა, კვერცხი არ უნდა აუხირდეს ქვას, კვერცხი ხარ შენ!

ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“ჩვენ, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ეს კაცი არაფერზე წამომსვლელი არაა და რას იზამს, არაა საინტერესო.  ჩვენ რას ვიზამთ, ყველანი ერთად, მათ შორის პოლიტიკური სპექტრიც,სინტერესო ესაა.

​ახლა რეგიონიდან მოდის ხალხი, მაგრამ, როგორ ჩანს, ძალიან მალე დადგება აუცილებლობა, რომ, თ თბილისიდან გავიდეთ რეგიონებში. იმიტომ, რომ მთელი საქართველო არის აჯაგრული, გაბრაზებული…  გაბრაზებული არაა საკმარისი. გაბრაზების შემდეგ მოდის განრისხება და უმაღლესი დონე არის გამძვინვარება.

ბიძინა ივანიშვილო, მოერიდე ქართველი ერის გამძვინვარებას, თორემ, დაგემართება ის,რაც დაემართა ყველას ვინც ასე არასწორად იქცეოდა. 

ბიძინას მინდა მივმართო – ბიძინა, კვერცხი არ უნდა აუხირდეს ქვას. ამ შემთხვევაში, კვერცხი ხარ შენ! და ქვა და სალი კლდე არის ქართველი ხალხი! გაანძრიე ტვინი, თუ რამე დაგრჩა თავში”- განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად