გუბაზ სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილი ჭკუაზე არ არის, გაბოროტებულია!

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.

“ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, სახეზე გვაქვს პირველი, პოლიტიკური პატიმარი, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მარტო ირაკლი ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მისი ტაქტიკის საქმეა. ფაქტი არის, ეს, რომ ეს კაცი ჭკუაზე არ არის და არის სახიფათო ამიტომ ქვეყნისთვის. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, ის არის გაბოროტებული და თან აქვს სისხლიანი საშინაო დავალება ვლადიმერ პუტინის მხრიდან,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად