გუბაზ სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი პოლიტიკური შვილიშვილი

“პოლიტიკური ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლება რომ წასულიყო ახლა ვერთიანდებით რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს”,-ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ იმედთან” საუბრისას განაცხადა.

გუბაზ სანიკიძემ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ის “ქართული ოცნების” რიგებში ირიცხებოდა. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგიის მიმდევარი არ იყო. ის, “მიხეილ სააკაშვილის დროინდელ დაშვებულ შეცდომებს ებრძოდა”

” ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, მე არ ვიყავი. მე ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილის დროინდელ დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებებს. ჩემი თანამოაზრეა თუ ჩემი ნათესავია ბიძინა ივანიშვილი?! თუ მისი იდეალების მიმდევარი ვარ, რა იდეალები აქვს , მითხარით, მისი მიმდევარი რომ ვიყო. ბიძინა არის ჩემი პოლიტიკური შვილიშვილი, რომ იცოდე”,-უთხრა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად