გუბაზ სანიკიძე: ბიძინა იმ მგზავრს გავს – მარჯვნივ წახვალ, თავს მოგკვეთენ, მარცხნივ წახვალ, გაგატყავებენო

შედეგიდან ასე ჩანს, რომ ივანიშვილს რუსეთისგან ორი დავალება ჰქონდა: საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე მიება და გაენადგურებინა ანაკლიის პროექტი. ორივე ეს დავალება მან წარმატებით შეასრულა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ორი არჩევანის წინაშეა –  იქით პოლონიუმი, აქეთ ანგარიშების გაყინვა.

“ბიძინა ხომ არ არის არჩევანში თავისუფალი? ბიძინა ჰგავს ქართული ზღაპრების მგზავრს – მარჯვნივ წახვალ თავს მოგკვეთავენ, მარცხნივ წახვალ, გაგატყავებენო. იგივე მარადიული ორი თემა, რომელიც ალბათ უკვე სიზმარშიც ესიზმრება. იქით პოლონიუმი, აქეთ ანგარიშების გაყინვა.

მას როგორც ჩანს ორი დავალება ჰქონდა – ერთი ეკონომიკურად უნდა მიება საქართველო რუსეთისთვის და მიაბა წარმატებით, ოღონდ ბოლომდე არა. ხოლო მეორე, უნდა გაენადგურებინა პორტი. იმიტომ, რომ რუსეთის მიზანია ტამანის პორტი უნდა გახდეს ის მთავარი კარიბჭე, რომლითაც რუსეთმა დიდი სარგებელი უნდა ნახოს. მისი ერთადერთი კონკურენტი იყო ანაკლია და ანაკლიის პროექტი გაანადგურა ივანიშვილმა. შედეგი ხომ ასეთია? შედეგი არის უმძიმესი, რომელიც ძალიან მძიმეა და წლები დაგვჭირდება ამის გამოსასწორებლად”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად