გუბაზ სანიკიძე: აუცილებელი პირობაა, “ოცნების” წარმომადგენელი პარლამენტში პოლიტიკური საჭურისი იყოს

“ესენი არ აზროვნებენ, მათ აზროვნების უნარი წართმეული აქვთ. ეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პირობაა”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ჩინეთის იმპერატორსა და აკრძალულ ქალაქს ადარებს.

“როდესაც ჩვენ რაიმე დასკვნები უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ვიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკური გუნდი. ესენი არ არიან მოაზროვნე არსებები, ესენი არ აზროვნებენ, მათ აზროვნების უნარი წართმეული აქვთ. ეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თუ გინდა იყო მისი ფრთის ქვეშ, აუცილებლად გონება უნდა დაკარგო და უნდა ჩაბარდე პატრონს.

რეალურად ჩვენ საქმე არც გახარიასთან გვაქვს, არც მინისტრთა კაბინეტთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან. “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გვანან ჩინეთის იმპერატორსა და აკრძალულ ქალაქს. აკრძალულ ქალაქში მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ მარტო იმპერატორები, დანარჩენები ყველანი იყვნენ საჭურისები. ესენი არიან პოლიტიკური საჭურისები, წვრილ ხმაზე წრიპინებენ, ვერ ატყობთ?! აუცილებელი პირობაა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი პარლამენტში პოლიტიკური საჭურისი უნდა იყოს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად