გუბაზ სანიკიძე: ახლა არჩევანიც და არადანიც, ორივე მიშაა, პოლიტიკურ სიტუაციას ქმნის – სხვათაშორის, არსად წასვლას არ აპირებს

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე, არჩევანს თამაშობდა ხელისუფლება და არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ოპოზიცია პოსტ ფაქტუმ მოქმედებდა, ინიცირება არ ხდებოდა ოპოზიციიდან. ახლა არჩევანიც და არადანიც, ორივე მიშაა, პოლიტიკურ სიტუაციას ქმნის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე, არჩევანს თამაშობდა ხელისუფლება და არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ოპოზიცია პოსტ ფაქტუმ მოქმედებდა, ინიცირება არ ხდებოდა ოპოზიციიდან. ახლა არჩევანიც და არადანიც, ორივე მიშაა, პოლიტიკურ სიტუაციას ქმნის. გახსოვთ კუპატაძემ რა თქვა – არჩევნები რომ ჩაივლის, სააკაშვილი აღარ გაახსენდება არავისო. დილით საქართველოს მოსახლეობა ტელევიზორს რთავს და გებულობს პირველი არა კოვიდის რაოდენობას, არამედ- მიშას მდგომარეობას და ეს გაგრძელდება. მაკიაველის აქვს ასეთი მცნება, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ადგილზე ყოფნა. მიშა საქართველოშია უკვე, ვინც ვერ გაიგო, მალე გაიგებს განსხვავებას. მე მგონია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ პოლიტიკური ვითარება შეცვლილია, რაც მთავარია, სააკაშვილი არის საქართველოში. სხვათაშორის, არსად წასვლას არ აპირებს. სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ ხელისუფლებას მანდელა რომ ციხეში იჯდა, გამოჭერილი ჰყავდა? თუ მანდელას ჰყავდა ისინი გამოჭერილი? პირიქით ხომ არ არის, ესენი მიშას ხომ არ ჰყავს გამოჭერილი?” -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე: “აქ აპარტეიდი არ გვაქვს”, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა: პოლიტიკური და სოციალური აპარტეიდი გვაქვს. ვერ ხედავთ? – შიმშილობს ქვეყანა. სოციალური ლიფტები ბიძინამ აბსულუტურად მოშალა. შენ თუ არ ხარ მისი მაქებარი და ხოტბის აღმვლენელი, ლუკმა პურს ვერ იშვონი, მეტი აპარტეიდი რა გინდა? პოლიტიკური აპარტეიდი არ არის, თუ კოდზე არ ხარ არსად, უფლება არ გაქვს, ამ ქვეყანაში იცხოვრო”.

კომენტარები
იტვირთება...