გუბაზ სანიკიძე: 2012 წელს ბევრი ტყუილი ვილაპარაკეთ და მაშინ ტყუილები მეც მალაპარაკეს

2012 წელს ბევრი ტყუილი ვილაპარაკეთ და მაშინ ტყუილები მეც მალაპარაკეს, იმიტომ, რომ მეც მჯეროდა, ისევე როგორც ძალიან ბევრს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“შემოდგომაზე ჩვენ გველოდება შიმშილი. არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა არ გველოდება. თეორიულიც კი, ტყუილის სახითაც კი არ გველოდება. 2012 წელს ბევრი ტყუილი ვილაპარაკეთ და მეც მალაპარაკეს მაშინ ტყუილები. იმიტომ, რომ მეც მჯეროდა, ისევე როგორც ძალიან ბევრს. ახლა ტყუილებსაც არ აპირებენ. მათ დაქირავებული ჰყავთ თავისი ამომრჩეველი. რამდენიმე ასეულ ათას კაცს უხსდიან ფულს. პირველყოფილი თემური წყობილების აზროვნებით არიან. ვიღაცას რომ დანიშნავენ თანამდებობაზე, იმას მიჰყავს არჩევნებზე ცოლი, შვილი, სიდედრი, მამიდაშვილი, ბიცოლა და ა. შ. დაქირავებული ამომრჩეველი ეყოლება და იმას დაეხმარებიან”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად