გრიპის 1109 შემთხვევა ერთ კვირაში და 207 ჰოსპიტალიზებული პაციენტი კახეთის რეგიონში

გასულ კვირის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპოტალიზაცია კი 207 ადამიანს დასჭირდა.

„ვახდენთ ყოველკვირეულ მონიტორინგს, ინფორმაციას ვიღებთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან. ისინი ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრს, ისინი კი მონაცემებს ჩვენთან გზავნიან. აღრიცხვას ვახდენთ მეორმოცე კვირიდან, თუმცა გრიპის შემთხვევების მატება როგორც წესი, 50-ე კვირიდან იწყება, ანუ დეკემბრის მეორე ნახევრიდან. წლევანდელი მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 100-200 ერთეულით უფრო ნაკლებია. მთელ საქართველოში დაავადებული მოქალაქეების 80%-ს აქვს B ტიპის ვირუსი, დანარჩენს კი A ტიპის.

გართულება ორივეს აქვს, თუმცა B უფრო ნაკლებად რთულდება დროულად მიხედვის შემთხვევაში. ახლა ველოდებით შემთხვევების კლებას, მეორე პიკი კი როგორც წესი თებერვლის დასაწყისშია ხოლმე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატი – ტამიფლუ სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე, საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრიდან უფასოდ გაიცემა. მათ კი ვისაც შეძენა სურთ, აფთიაქებს უნდა მიაკითხონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად