გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა

გრიგორი კარასინი ტოვებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, რათა სამუშაოდ ფედერაციის საბჭოში გადავიდეს, ვინაიდან მან სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მაქსიმალურ ასაკს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კარასინმა დიდი დრო დაუთმო საქართველოსთან ურთიერთქმედებებს. კარასინი კი შესაძლოა ჩაანაცვლოს დიპლომატმა, რომელიც სწორედ საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

კარასინმა თავისი კარიერა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროთი, 1970 წელს დაიწყო. 1996-დან 2000 წლამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2000-დან 2005 წლამდე იგი აგრეთვე იყო რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...